თორნიკე ჭეიშვილი: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ საქართველო მოხვდეს ევროპის საუკეთესო სამეულში კორუფციის სიმცირით

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მოხვდეს ევროპის საუკეთესო სამეულში კორუფციის სიმცირით ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არავის უნდა ჰქონდეს იმის წარმოდგენა, რომ რაღაც თანამდებობა იქნება მისთვის გარკვეული ინდულგენცია, თუ ის განიზრახავს კორუფციაში გარევას და კორუფციული დანაშაულის ჩადენას,“ – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

„ძალიან აქტიურად ხდება ამ დანაშაულთან დაპირისპირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით ახალი ხელმძღვანელობის პირობებში. ეს არის სიგნალი აბსოლუტურად ყველასთვის, თავისი თანამდებობა არვინ უნდა გამოიყენოს იმისათვის, რასაც ჰქვია საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა, არამედ [თანამდებობა] არის უპირველესად უდიდესი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ისინი კეთილსინდისიერად უნდა ემსახურონ საზოგადოებას და ქვეყანას შესაბამისი თანამდებობებიდან”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. გამოძიება მას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები