პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი სრულად ჩაკეტა

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს 12 სექტემბრის ჩათვლით სრულად ჩაკეტავს.

ამჟამად მოქმედი ერთი საავტომობილო და ორი რკინიგზის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ფუნქციონირებას შეწყვეტს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ინტერესებით ახსნა და განმარტა, რომ რუსეთ-ბელარუსული სამხედრო წვრთნების „დასავლეთი-2025“ აქტიური ფაზა პარასკევს იწყება.

ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ საზღვრის დახურვის გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი ბელარუსში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პოლონეთის მოქალაქის დაკავება იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები