ბრაზილიის ექს-პრეზიდენტს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს 27 წლითა და სამი თვის პატიმრობა მიუსაჯა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ბოლსონარუ დამნაშავედ ცნეს დემოკრატიული წესრიგის ძალადობრივი ჩამოშლის მცდელობაში და შეთქმულებაში.

გადაწყვეტილება მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით მიიღეს. სასამართლოს მიხედვით, ბოლსონარუ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავდა 2022 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას და ძალაუფლების შესანარჩუნებლად სამხედრო ჩარევას.

ბოლსონარუს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ და იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა ბრაზილიის სამართლებრივ პრაქტიკაში – პირველად გასამართლდა ქვეყნის ყოფილი ლიდერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის.

გარდა თავისუფლების აღკვეთისა, ბოლსონარუს საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრის აკრძალვაც დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები