ნინო წილოსანი: ლევან ხაბეიშვილი საკმაოდ კომიკური პერსონაჟია და თავის ტაკიმასხარაობით ცდილობდა, რომ შემოეპარებინა რევოლუციური სცენარები

„ლევან ხაბეიშვილი საკმაოდ კომიკური პერსონაჟია და თავის ტაკიმასხარაობით ცდილობდა, რომ შემოეპარებინა რევოლუციური სცენარები,“ – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ის საჯაროდ მოუწოდებდა მოხელეებს, საკუთარი უფლებამოსილების შეუსრულებლობისკენ, ამავდროულად სახელმწიფო ინფორმაციის გასაჯაროებისკენ და სახელმწიფო ღალატისკენ და ამაში სთავაზობდა ქრთამს. რისთვისაც ლევან ხაბეიშვილი, იგივე ანიტა ხაბეიშვილი არის დაკავებული, ამ ყველაფერს საზოგადოება საჯაროდ უყურებდა და რაც მთავარია, მისი საგულდაგულო მცდელობა ტელეფონი დაემალა, კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას იტევს“, – აცხადებს წილოსანი.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას ბრალს დღეს წარუდგენენ.

სუს-მა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა. ლევან ხაბეიშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ოპოზიციონერი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, მურთაზ ზოდელავა დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები