ვიქტორ ორბანი არ ეთანხმება ფინეთის პრეზიდენტს მოსაზრებაში, რომ უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაა და აცხადებს, რომ ეს ომის საფრთხეს პირდაპირ მის შიგნით გამოიწვევს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ზელენსკისთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება იქნება“.

რაზედაც ვიქტორ ორბანმა უპასუხა: „მე არ ვეთანხმები“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება „ომის საფრთხეს პირდაპირ მის შიგნით გამოიწვევს“.

“ბატონო პრეზიდენტო, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია; ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. თუ ეს ნამდვილად „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია“ იქნებოდა, მაშინ ფინეთს ნატოში გაწევრიანების არანაირი საჭიროება არ ექნებოდა. ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ჩვენს კავშირს არ გააძლიერებს – ეს ომის საფრთხეს პირდაპირ მის შიგნით გამოიწვევს. ჩვენ უფრო გონივრულ მიდგომას ვთავაზობთ”, – წერს ორბანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები