26 მაისს დაშავებული: მე რომ თვალი ამომთხარეს, რატომ იყავით ჩუმად?!

“21 ივნისის აქციის დაშლის დროს ორმა ახალგაზრდამ თვალი რომ დაკარგა, გეფიცებით, ზუსტად ისე განვიცადე, როგორც საკუთარი თვალის ამოთხრა”, – ამის შესახებ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ბესიკ ტაბატაძე საუბრობს, რომელსაც 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს ე.წ. არალეტალური ტყვიები დაუშინეს, რის შედეგადაც ცალი თვალი დაკარგა.
“იმ ხალხის უმეტესობა, ვინც ახლა რუსთაველზე დგას, მაშინ, ალბათ, ჩვენს დარბევას ტაშს უკრავდა და სააკაშვილის რეჟიმს უცხადებდა სოლიდარობას. 21 ივნისის აქციის დაშლის დროს ორმა ახალგაზრდამ თვალი რომ დაკარგა, გეფიცებით, ზუსტად ისე განვიცადე, როგორც საკუთარი თვალის ამოთხრა და შუაღამისას მათ მოსანახულებლად საავადმყოფოშიც კი მივედი, მაგრამ არ შემიშვეს. ძალიან ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ მინდა, დღევანდელი აქციის მონაწილეებს ვკითხო – ჩემი თვალი თვალი არ იყო?! მე რომ თვალი ამომთხარეს, რატომ იყავით ჩუმად?!… რაც 21 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ მოხდა, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც არავითარი გამართლება აქვს. “ნაცებს” უნდოდათ, გაემეორებინათ ის, რაც 2003 წელს შევარდნაძეს გაუკეთეს და თქვენ გგონიათ, მარტო პარლამენტში შეჭრას დასჯერდებოდნენ? რეგიონებში გამზადებული ჰყავდათ ხალხი, რომელიც, პარალელურად, დაიწყებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრას და მერიებსა და საკრებულოებს დაიკავებდა! აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, რომელსაც აქციის დაშლის დროს ძალას გადაამეტა და არალეტალური იარაღიდან თვალში დამიზნებით ესროლა მომიტინგეებს, მაგრამ გახარიას გადადგომის მოთხოვნას ვერაფრით დავეთანხმები. დარწმუნებული ვარ, იგი განტევების ვაცების ძებნას არ დაიწყებს და რეალურად დასჯის ყველას, ვინც დასასჯელია!“, – აცხადებს ბესიკ ტაბატაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები