სოსო რობაქიძე: ვის რად უნდა ირაკლი ოქრუაშვილის ნაცოდვილარი ფული?

0

“თუ 2009 წელს ოქრუაშვილს ფული მოვთხოვე, მას მერე 10 წელი გავიდა და ახლა ამბობს?! როგორც ჩანს, ერთი ადგილი აეწვა, იცის, რომ ამ საქმიდან ვერ გამოძვრება”, – ასე გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ მას სოსო რობაქიძე ფულს სთხოვდა.
“ვის რად უნდა მისი ნაცოდვილარი ფული? თურმე, 2009 წელს მოვთხოვე ფული. მაგ დროს საფრანგეთში იყო. სამჯერ გამომიგზავნა ხალხი ფულის სათხოვნელადო. ვეკითხები: ამ ხალხმა, ვინც ვითომ ჩემი თხოვნით ჩავიდა საფრანგეთში, საზღვარი ხომ გადაკვეთა, ვინ არიან, რა ჰქვიათ? თუ 2009 წელს ოქრუაშვილს ფული მოვთხოვე, მას მერე 10 წელი გავიდა და ახლა ამბობს?! როგორც ჩანს, ერთი ადგილი აეწვა, იცის, რომ ამ საქმიდან ვერ გამოძვრება, ამიტომ დაიწყო ტალახის სროლა. არასოდეს ვყოფილვარ ისეთი ღარიბი, რომ ვინმესთვის ფული მომეთხოვა. ბევრი ნუ ილაპარაკებენ ვიღაც-ვიღაცები, თორემ შვილმკვდარი მამებისგან წაღებულ ფულს გავახსენებ, რომლებმაც პარტიებიც ურჩინეს და ვიღაც პოლიტიკოსს ჩვენი ვალიც აქვს. ჭკვიანად იყვნენ ცოტა, რა! თუ ბევრს ილაპარაკებენ, ისეთ დღეში ჩაცვივდებიან, რომ ნამუსიანი ადამიანები თვითონ დატოვებენ ოქრუაშვილს”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ “კვირის პალიტრასთან”.

კომენტარები

კომენტარი