ძლიერმა სეტყვამ მარტვილში ორი სოფელი დააზარალა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდ ჭყონსა და სალხინოში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობის სახნავ-სათესი სავარგულები დააზიანა.

რამდენიმე უბანში მძიმე მდგომარეობაა, დაზიანებულია ხეხილის ბაღები, ყანები, ვენახები, თხილის პლანტაციები. საცხოვრებელი სახლების სახურავები.

„დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში იყო ძლიერი სეტყვა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ელექტროენერგიაც არ იყო. გახვრეტილია სახლების სახურავები. მერი და წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე და შექმნილია სპეციალური კომისია. ხვალიდან ზარალის დათვლა დაიწყება და მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას“, – აღნიშნა დიდი ჭყონის გამგებელმა დავით ხუბუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები