მდინარე სურამულაზე აღდგენის პროექტი მიმდინარეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პროექტის რეგიონულ კოორდინატორს, მერი მეტიუზსა და პროექტის ექსპერტ  ახმედ ელსეუდს შეხვდა.
აღნიშნული პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. 2016 წლიდან დაწყებული პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მდ. სურამულას აღდგენის პროექტის მიმდინარეობაზე, რომელიც მიზნად ისახავს მდინარეზე ზეწოლის შემცირებასა და მდინარის ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენას. ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სურამულას ნაპირზე დაგეგმილია ხელოვნური ჭარბტენიანი ტერიტორიის მოწყობა, რომლის საშუალებითაც მოხდება სოფელ ჩუმათელეთის დასახლებიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების გაწმენდა.
პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ხაშურის მუნიციპალიტეტში დამატებითი კონტეინერების შეძენა-განთავსება და ნარჩენების შეგროვება-გატანის დაგეგმვის გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები