ბოლნისში I საერთაშორისო ფორუმი – „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად” გაიმართება

 

13-14 ივნისს  ბოლნისში I საერთაშორისო ფორუმი – „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად” გაიმართება.
ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებულია ერთობლივად – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” და გაერო-ს განვითარების პროგრამისა და ღვინის ეროვნული სააგენოს მიერ. ფორუმს დაესწრებიან ასევე UNDP-ის წარმომადგენლებიც.
„ღონისძიების მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა  აგრობიზნესისა და სოფლის განვითარებაში, აგრობიზნესის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ქსელების განვითარებაში საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების გამოცდილებისა და წარმატებების შესახებ გამოცდილების გაზიარება“,  -აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ფორუმის მეორე დღეს გაიმართება ვაზის დარგვის ცერემონიალი, ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი საოჯახო მარნებისა და მეწარმეების დაჯილდოება.
ღონისძიებას დაესწრებიან ცენტრალური მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირისა და „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” სამდივნოს წარმომადგენლები.
ფორუმი 13-14 ივნისს გაიმართება, რომელიც 11:00 საათზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები