მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების კომისიის სხდომა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კომისიის თავმჯდომარემ აკაკი ხუნწელიამ, კომისიის წევრებთან ერთად შემოსული განცხადებები განიხილა.
მიზნობრივ ჯგუფებს განესაზღვრათ შესაბამისი ფულადი დახმარება: ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამით დაფინანსდა 13 ახალშობილი – 2600 ლარით; შშმ პირებზე 18 წლამდე 4 ბავშვზე ერთჯერადი დახმარება გაიცა – 800 ლარი; ერთჯერადი დახმარება გაეწია ერთ სტუდენტს – 500 ლარი; მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება გაეწია ორ ოჯახს – 400 ლარი; მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გაეწია 56 ბენეფიციარს – 26 519 ლარი; ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გაეწია ცხრა ოჯახს – 5308 ლარი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები