მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი კაპანაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
როგორც “კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ქალაქ მცხეთაში – ნარეკვავის დასახლებაში და სოფელ გალავანში აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება სოფლებში:  ვარდისუბანში, პატარა ქანდაში და წინამძღვრიანთკარში, დევნილთა დასახლებასთან მისასვლელ გზებსაც.
პროექტების ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მხარის რწმუნებულმა სოფელ მუხრანის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ ქსოვრისის სკვერისა და ქალაქ მცხეთაში, ღართისკარის დასახლებაში მინი სტადიონის კეთილმოწყობის პროცესიც მოინახულა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გავეცანი. პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათი ნაწილი დასრულების ეტაპზეა. ეტაპობრივად დაიწყება ახალი პროექტების განხორციელება. ჩვენი მიზანია, სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს და მიღებული სიკეთით ადგილობრივმა მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე პროექტების განხორციელებას მუდმივ მონიტორინგს უწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები