შატილის თემის 8 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი
5 ივნისს, გამთენიისას, ძლიერი ნალექის შედეგად, შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტა. ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრზე დააზიანა. ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები სტიქიიდან რამდენიმე საათში დაიწყო. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები.
ამ მომენტისთვის გარესამყაროს შატილის თემის 8 სოფელია მოწყვეტილი. შატილში იმყოფებიან ტურისტები, რომლებმაც სტიქიის გამო გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.