ნეთანიაჰუ – კირკის მკვლელობაზე: ის თავისუფლებისთვის დაიღუპა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ნეთანიაჰუმ ეს პოზიცია სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კირკის სიცოცხლე სიმართლის თქმასა და თავისუფლების დაცვას შეეწირა.

“ჩარლი კირკი სიმართლის თქმისა და თავისუფლების დაცვის გამო მოკლეს. ისრაელის ლომის გულიანი მეგობარი ებრძოდა ტყუილს. მე მას მხოლოდ ორი კვირის წინ ვესაუბრე და ისრაელში დავპატიჟე. სამწუხაროდ, ეს ვიზიტი არ შედგა.
ჩვენ დავკარგეთ წარმოუდგენელი ადამიანი.
მისი მამაცი რწმენა სიტყვის თავისუფლების მიმართ წარუშლელ კვალს დატოვებს”,- წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები