ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა

„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობით შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა და ამ პროცესში თქვენ, სტუდენტებს, მომავალ თაობას უმნიშვნელოვანესი როლი გეკისრებათ”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ქვეყნის წინსვლა, მოქალაქეთა კეთილდღეობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობა, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, უპირველესად, ცოდნას უნდა დაეფუძნოს.
„ახალგაზრდობის ინტელექტის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენება  ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევის უმთავრესი წინაპირობაა; მით უფრო  თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ცოდნისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე გვაყენებს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი განცხადებით, განთლებისა და მეცნიერების სფეროთა მუდმივი სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები