გია გაბრიჭიძე: პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სააპელაციო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.
მისი თქმით, შესაძლებელია, რომ პოლიტიკოსებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია.
“ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაწილი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით. პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას –   ზაზა სარალიძე.
რაც შეეხება განაჩენის შეფასებას – ეს არც პარლამენტს და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ეხება. შესაძლებელია, რომ პოლიტიკოსებმა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ საშინელი ტრაგედიის გამოყენება ნამდვილად ამაზრზენია და ვისაც ეს ფრაზა ეხება, ძალიან კარგად იცის. ამიტომ თავი შეიკავონ, მათთვის ჯობს.
ყველა ხედავს, რომ გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად არ აღსრულდება“, – წერს გია გაბრიჭიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები