ელიზბარ ჯაველიძე: სააკაშვილმა მიჰყიდა ალიევს დავით გარეჯი! – ალიევმა კი „აზერბაიჯანის ალბანური“ მემკვიდრეობის კულტურულ ცენტრად გამოაცხდა

„სწორედ სააკაშვილმა მიჰყიდა ალიევს დავით გარეჯი!“, – აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, სადაც დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.
მისივე განმარტებით, სააკაშვილის პრეზიდენტობისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დავით გარეჯი „აზერბაიჯანის ალბანური“ მემკვიდრეობის კულტურულ ცენტრად გამოაცხადა.
„სწორედ სააკაშვილმა მიჰყიდა ალიევს დავით გარეჯი! სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობისას გამოაცხადა ალიევმა დავით გარეჯი „აზერბაიჯანის ალბანური“ მემკვიდრეობის კულტურულ ცენტრად. მოკლედ, საქართველოს ქართველი კაცის გარდა პატრონი და გულშემატკივარი არ ჰყავს! არადა, ხალხს ისე უჭირს, მასობრივად გარბის უცხოეთში, მათ ადგილს კი უცხოტომელები იკავებენ! ეს ბოკერიები და „კუპონა“ გოცირიძეები ციხეში უნდა ისხდნენ, „პარაშასთან“, პარლამენტის ტრიბუნიდან გვმოძღვრავენ! აი, სადამდე მივიყვანეთ საქმე! ასეთ დაჩაჩანაკებულ ქვეყანას კი აზერბაიჯანიც მოციცქნის რაღაცას, თურქეთიც და რუსეთიც“, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში აკადემიკოსი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტი ემიგრანტებთან ერთად საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა.
„ეს უბედური ამდენ წანწალსა და კოკაინის ყნოსვაში, მგონი, მთლად გაპედარსტდა! ჰოდა, ჩამოვიდეს საქართველოში, თუ ასეთი ვაჟკაცია! მაგრამ რას გაბედავს, ისეთი კურდღელია“, – ამბობს აკადემიკოსი ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ესენი არაფრის გადამწყვეტნი არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან, საბოლოოდ, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები