ნიკოლოზ მჟავანაძე: შორენა თეთრუაშვილმა საბერძნეთში ძვირადღირებული სახლი შეიძინა

„შორენა თეთრუაშვილმა საბერძნეთში ძვირადღირებული სახლი შეიძინა“, – ამის შესახებ „უფლებამდაცვლთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აცხადებს.
ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილმა საბერძნეთში უძრავი ქონება რამდენი დღის წინ შეიძინა.
უფლებადამცველი დავთ გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო შორენა თეთრუაშვილის გარდა, საპატრიარქოს პრესსპიკერს ანდრია ჯაღმაიძესაც აკრიტიკებს.
ამასთან, ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, მან მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა ანდრია ჯაღმაიძემ იგი პატრიარქს არ შეახვედრა.
„ადამიანები, რომლებიც დავით გარეჯის ოკუპაციაზე თვალს ხუჭავენ და რენეგატიულ განცხადებს აკეთებენ, ყველაფერზე არიან წამსვლელები. სანამ შორენა თეთრუაშვილი და ანდრია ჯაღმაიძე იქ სხედან, შესაძლოა, ისიც მოვისმინით, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნის! სხვათა შორის, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილმა ცოტა ხნის წინ საბერძნეთში ძვირადღირებული სახლი შეიძინა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ იგი საპატრიარქოში სიმდიდრის მოხვეჭით არის დაკავებული და არც ამას გამოვრიცხავ, თეთრუაშვილის პირად კეთილდღეობას „სოკარი“ უზრუნველყოფდეს! საერთოდ, აზერბაიჯანულ ოკუპაციასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს კაპიტულანტურ პოზიციას იმასაც ვუკავშირებ, რომ „სოკარი“ უფასო გაზით ამარაგებს! დავით აღმაშენებლის დრო რომ იყოს და რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ჩატარდეს, თეთრუაშვილსა და ჯაღმაიძეს სარზე გასვამდნენ“, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები