“ოპოზიციამ, ეტყობა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებს გემო გაუგო, ნახეს, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა შეიძლება”
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის შესახებ წერს.
“ოპოზიციამ, ეტყობა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებს გემო გაუგო, ერთხელ რომ გადაუგდეს. ნახეს, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა შეიძლება კაბინეტიდან გაუსვლელად, თანაც ბიუჯეტის ხარჯზე. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც კომისიის შექმნაც ზუსტად ამიტომაც უნდოდათ”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.