“ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი ტაქტიკა შემოგვთავაზა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავის გამოჩენის მიზნით კიდევ ერთი ხმაურის ატეხვის მცდელობაა”
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის” ახალი ტაქტიკის შესახებ წერს. მისი თქმით, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ,,ნაციონალურ მოძრაობას” ხმაურის ატეხვის ახალი მცდელობა აქვს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი ტაქტიკა შემოგვთავაზა. ამჯერად მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნის ინიციატივით გამოვიდა პარლამენტში. არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავის გამოჩენის მიზნით კიდევ ერთი ხმაურის ატეხვის მცდელობა! წინა საპარლამენტო კომისიის შედეგები გვახსოვს. ამჯერად, ამ კომისიის ფარგლებში მათი აზრით კარგი შანსი ექნებოდათ ხმურის ასატეხად და პოპულისტური განცხადებების გასაკეთებლად. სამწუხაროა, რომ ასეთ სერიოზულ და მგრძნობიარე საკითხებით არც თუ ისე იშვიათად სპეკულირებს ზოგიერთი ოპოზიციური პარტია თუ მისი წარმომადგენლები”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.