ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე, რომლის მიზანსაც ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის გაზრდა წარმოადგენს.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს პროფესიული გადამზადების პროგრამებზე, რომელთაც მხარს უჭერს ევროკავშირი. აღინიშნა, რომ მსგავსი პროგრამების განხორციელება უმუშევრობის შემცირების რეალური შესაძლებლობაა.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ენერგოეფექტურობის სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები