“გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მათ უმრავლესობაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი”

“გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მათ უმრავლესობაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე ლარის გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა.
“გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მათ უმრავლესობაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი ვალუტის კურსის დინამიკის ახსნა, რის გამოც ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, მიმდინარე კურსსა და მოკლევადიან რყევებზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ ხოლმე”, – განაცხადა გვენეტაძემ.
როგორც კობა გვენეტაძე განმარტავს, საქართველოში ინფლაცია ზომიერ ფარგლებშია.
„აპრილის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 4.1%-ია, მაგრამ, ამავე დროს, საგულისხმოა ინფლაციაზე ისეთი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა, როგორიცაა აქციზი და ნავთობის ფასების ზრდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საბაზო ინფლაცია 1.4%-ია აპრილის მონაცემებით, რაც იმას მიანიშნებს, რომ ინფლაციური პროცესები არ გვაქვს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები