ხათუნა ლაგაზიძე დავით-გარეჯის თემაზე: სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს ვასალობას

“დავით-გარეჯის გარშემო არსებული ვითარება სწორედ ის სიტუაციაა, როცა არ გვაქვს პასუხი კითხვაზე: სად გადის ზღვარი საქართველოს ხელისუფლებების სიფრთხილეს, სიხარბესა და სიბრიყვეს შორის”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, გამოსავალი არც ტერიტორიების დათმობაა და არც – აზერბაიჯანთან კონფლიქტი.
“გარე ძალები ყოველთვის ეცდებიან, გამოიყენონ ყველა სიტუაცია, რომელიც საქართველოს “ჩოქბჯენში” ჩააყენებს შიდა თუ გარე გამოწვევების წინაშე. მაგრამ დავით-გარეჯის გარშემო არსებული ვითარება სწორედ ის სიტუაციაა, როცა არ გვაქვს პასუხი კითხვაზე: სად გადის ზღვარი საქართველოს ხელისუფლებების სიფრთხილეს, სიხარბესა და სიბრიყვეს შორის? ეს ყველა ხელისუფლებას ეხება, მარტო დღევანდელს ხელს ვერ შევახოცავთ. ძნელია ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე მხოლოდ მოკლედ კომენტარი. ამიტომ მხოლოდ ამას ვიტყვი: 1. სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს ვასალობას; 2. ქვეყნის უსაფრთხოება არ შედგება მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტერიტორიების შენარჩუნება მუცლის ამოყორვაზე დიდი ღირებულებაა; 3. იმავდროულად, ემოციებს აყოლამ და ურაპატრიზმმა ქვეყნის 25% ოკუპირებულად აქცია; 4. გვახსოვდეს, რომ მრავალეთნიკური და რელიგიური ქვეყანა ვართ და 5. ისიც გვახსოვდეს, რომ გვყავს ჩვენსა და აზერბაიჯანზეც ძლიერი მეგობრები, რომლებსაც შეიძლება, ვთხოვოთ მედიატორობა. გამოსავალი არც ტერიტორიების დათმობაა და არც – აზერბაიჯანთან კონფლიქტი. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია და უნდა გვეყოს გონიერება ოქროს შუალედის მისაგნებად”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები