სოზარ სუბარი “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ერთადერთი, რისი “ადუღებაც” შეუძლიათ, ჩაია

0

“ერთადერთი, რისი “ადუღებაც” შეუძლიათ ჩაია”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აღნიშნა.
ჟურნალისტი ინტერესდება, რას ფიქრობს სოზარ სუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხმების დასაცავად ემზადება და აქციების დაწყებას აანონსებს, რაზეც სუბარი შემდეგნაირად პასუხობს.
“ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია, ყველანაირი აქცია მოაწყოს, მაგრამ, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია რეაგირებას მოახდენს. ვურჩევ, მშვიდად იყვნენ. ერთადერთი, რისი “ადუღებაც” შეუძლიათ, ჩაია… აიდუღონ, ოღონდ ფრთხილად იყვნენ, პირი არ დაიწვან. ვინც კანონს დაარღვევს, ყველა აგებს პასუხის”, – აცხადებს სოზარ სუბარი.

კომენტარები

კომენტარი