„ზუგდიდელებო, ხელი არ წაგიცდეთ და რულოვსი არ შემოხაზოთ! გახსოვდეთ  23 ათასი ფაილი, რომელიც სამალავებში ინახებოდა“

„შეურაცხყოფილი ვარ და ზუგდიდს სანდრა რულოვსს არ დავუთმობ“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს გარდაცვლილი ბიზნესმენის, თემურ ყორშიას შვილი – ლაშა ყორშია.

ლაშა ყორშია ზუგდიდელებს მიმართავს, რომ შემთხვევით ხელი არ წაუცდეთ და სანდრა რულოვსი არ შემოხაზონ.

მისი თქმით, შეურაცხყოფაა ის ფაქტი, რომ სანდრა რულოვსი იმ რეგიონში იყრის კენჭს, სადაც 23 ათასი ფაილი იყო შენახული, თუ როგორ აწამებდა და აუპატიურებდა სააკაშვილის რეჟიმი ხალხს.

„ალალად ვამბობ, ჯოჯოხეთი გამოვიარე, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ამ ხალხმა სანაგვეში მოისროლა. დაცინვაა, მეტიც,  შეურაცხყოფაა დღეს რომ სანდრა რულოვსი ზუგდიდში იყრის კენჭს – იმ რეგიონში, სადაც 23 ათასი ფაილი იქნა ნაპოვნი, თუ როგორ აწამებდა და აუპატიურებდა სააკაშვილი რეჟიმი ხალხს. არ მინდა, პირადად შევეხო ქალბატონს, მაგრამ გარწმუნებთ, შაურის ფასიც არ არის მისთვის სამეგრელო და ზუგდიდელები. სააკაშვილი ზუგდიდს დღესაც პლაცდარმად იყენებს, როგორც ოფიცერს. ბევრი რამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ, ამ შემთხვევაში ვითანამშრომლო სამართალდამცავ  სტრუქტურებთან და სიმართლე ბოლომდე ვთქვა, მათ  შორის  – 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც. შეურაცხყოფილი ვარ და ზუგდიდს სანდრა რულოვსს არ დავუთმობ. სირცხვილი იქნება, გეგა შენგელია კანდიდატი იყოს და მხარი სანდრა რულოვსს დაუჭიროთ. ჩემო ზუგდიდელებო, შემთხვევით ხელი არ წაგიცდეთ და რულოვსი არ შემოხაზოთ! მუდმივად გახსოვდეს ის 23 ათასი ფაილი, ზუგდიდში სამალავებში რომ ინახებოდა“, – აცხადებს ლაშა ყორშია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

ამასთან , როგორც ლაშა ყორშია ამბობს,  ყოფილი ხელისუფლების დროს იგი სპეცრაზმში მსახურობდა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში თავადაც მონაწილეობდა.

„ 7 ნოემბერი ჩემი ცხოვრების შავი ლაქაა და უფალს პატიებას ვთხოვ. 2007 წლის 7 ნოემბერს  ხალხს ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა – სააკაშვილი ხალხის წინაშე გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა. როდესაც უდანაშაულო მომიტინგეებს დავერიეთ, შემთხვევით, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში წავიქეცი. იძულებული გავხდი, ნიღაბი მომეხსნა. დღემდე არ დამავიწყდება ასაკოვანი ქალის სახე, რომელიც სისხლიანი ცრემლებით ტიროდა, მაგრამ როცა წაქცეული დამინახა, წამოდგომაში დამეხმარა და სახე მომწმინდა. არ მასვენებს დანაშაულის განცდა, მაგრამ უფალმა იცოდეს, რომ გულით ვინანიებ და გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ხალხს“, – აცხადებს ლაშა ყურშია ინტერვიუში.

ლაშა ყურშია ამავე ინტერვიუში იმ ტრაგედიაზე საუბრობს, რაც მათ ოჯახში ყოფილი ხელისუფლების დროს დატრიალდა.

მისი თქმით, მან წლების წინ მამა საკუთარი მანქანით „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან, მამუკა ხაზარაძესთან  მიიყვანა, სადაც ყოფილი დეპუტატის – როლანდ ახალაიას  „წინადადება“ უნდა განეხილათ.

„მინდა ძველი პოლიციის შენობის შეძენა, მაგრამ ვერ გამოვჩნდები. ჩემი სახელით შენ მიდი მამუკა ხაზარაძესთან, გამოიტანე კრედიტი და არჩევნების შემდეგ ვალს დაგიფარავო. „თიბისი ბანკმა“ ორმილიონიანი ტრანში გამოყო, რის უზრუნველსაყოფადაც ბანკში მთელი ჩვენი ქონება ჩაიდო. მალე ჩვენს კომპანიაში ფინანსური პოლიცია შემოვიდა და ყველაფერი დაყადაღდა“, – ამბობს  “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს გარდაცვლილი ბიზნესმენის, თემურ ყორშიას შვილი, ლაშა ყორშია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები