ზაქარია ქუცნაშვილი: “ოცნებას” თუ 8 დეპუტატი დატოვებს, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ

“2017 წელს “ნაცმოძრაობა” 25-მდე კაცმა დატოვა; ასე რომ, “ოცნებას” თუ 8 დეპუტატი დატოვებს, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
“2017 წელს “ნაცმოძრაობა” 25-მდე კაცმა დატოვა; ასე რომ, “ოცნებას” თუ 8 დეპუტატი დატოვებს, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ცუდია, მაგრამ არითმეტიკული და შედეგების თვალსაზრისით ეს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს”, – აცხადებს ქუცნაშვილი.
კითხვაზე, თუ რა გეგმების აქვს მას პირადად, ქუცნაშვილი შემდეგნაირად პასუხობს: “მე არჩევანი 2011 წლის ოქტომბერში გავაკეთე, როცა მივიღე ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზება და გავხდი ჯერ მისი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში და შემდეგ ადვოკატთა გუნდის ხელმძღვანელი. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი რჩება ნომერ პირველ თანამებრძოლად. მე არ მჩვევია თანამებრძოლების, მეგობრებისა და პარტნიორების ღალატი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები