ცაგარელის პროგნოზი – „ივნისი და ივლისი ძალიან მძიმე იქნება, საპატრიარქოში პრობლემები მოიმატებს”
„ივნისი და ივლისი იმდენად მძიმე იქნება და ისეთი რაღაცები მოხდება, რომ შუალედური არჩევნები და 17 მაისი მონაგონი იქნება“, – აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ასტროლოგი გამოცემასთან დღევანდელ ნომერში სხვადასხვა სფეროში პოლიტიკურ პროგნოზებზე საუბრობს.
„ასევე, შესაძლებელია, ვიხილოთ გავლენიანი პოლიტიკოსების დაცემა და ახალი წარმონაქმნების აღმოცენება. ეს იქნება ფრაქციები თუ პატარ-პატარა დაჯგუფებები, მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებული გაუგებრობები ახალ ფაზაში გადავა, ანუ მთავარი პერიპეტიები წინ არის!
განსაკუთრებით მძიმე ივნისი და ივლისი იქნება, როდესაც მზისა და მთვარის დაბნელებები მოხდება. ამ პერიოდში დედამიწა სასტიკად უარყოფით ენერგოველში გადადის.
ივნისსა და ივლისს შესაძლოა, დაემატოს ხანძრები, ეკოლოგიური პრობლემები, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ წყალთან, მოსალოდნელია წყალიდიდობები.
ხაზგასმით ვამბობ, ძალიან ცხელი ზაფხული გველის, მეტიც – უმძიმესი ივნისი და ივლისი.
გამწვავდება სიტუაცია ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შორის!
გარდა ამისა, მოიმატებს პრობლემები საპატრიარქოში, დიდი ალბათობით, ისევ დაიძაბება სიტუაცია და დაიწყება საიდუმლო გარიგებები“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.