შრი ლანკაზე ნებისმიერი სამოსით სახის დაფარვა აიკრძალა
შრი ლანკაზე ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს სახის დაფარვას რაიმე სახის სამოსით. შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა, მაიტრიპალ სირისენმა, რათა საამართალდამცავებს სამსახური გაუადვილდეთ და მოქალაქეების იდენტიფიცირება შეძლონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.