შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს – სხვას თუ უნდა, რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ეს იმ ქვეყნის არჩევანია
“თუ ეს ასეა, მგონი, შეერთებულმა შტატებმა უნდა ახსნას. არ ვიცი, ეს ასე არის თუ არ არის, ეს მას არ უთქვამს [ირაკლი შაიშმელაშვილს], რამდენადაც გავეცანი, ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას მისცეს თავშესაფარი. არ ვიცით, ეს ასეა თუ არა”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეა ბრალდებული, შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
„ქალბატონმა ბესელიამ თქვა, თვითონ [შაიშმელაშვილმა] თქვას, გავიგოთ, რა ხდება.
ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს. რაც უფრო მალე მივწვდებით და მალე მოხვდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მით უფრო კარგი. სხვას თუ უნდა, რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ეს იმ ქვეყნის არჩევანია. აი, უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს ქართველი კრიმინალები ადეიშვილის და გია ლორთქიფანიძის სახით. ასე რომ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ მოთმინებით ველოდით მიხეილ სააკაშვილს და ხედავთ, რომ ის იხდის სასჯელს. მიხეილ სააკაშვილს არა თუ თავშესაფარი, მოქალაქეობაც მისცეს და გუბერნატორიც გახდა და ეს რამენაირად აჩვენებს იმას, რომ სააკაშვილი კრიმინალი არ არის?” – განაცხადა პაპუაშვილმა.