შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: ვინც ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მას ქართველი ხალხიც აქცევს ზურგს
“თუკი ვინმეს კიდევ შერჩენილი აქვს რაიმე პასუხისმგებლობა და სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ. მათ ერთი შანსი არ გამოიყენეს 2 დღის წინ, როდესაც იყო აღსაყდრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და არ მოვიდნენ იქ. ნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მომენტს არც კი დაესწრო. ინტერესიც არ ჰქონიათ, არც კი მოსულან, რომ ყოფილიყვნენ ამ დიდი მოვლენის თანამონაწილენი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა.
„მეორეა 26 მაისი და არ ვიცი, 7 საათზე რომ ფიქრობენ, არ აპირებენ დილით აღნიშნონ, როგორც მთელი ქვეყანა აღნიშნავს, მაშინ როდესაც წვევამდელები დადებენ ფიცს თბილისსა და სხვა ქალაქებში? არც ამის თანამონაწილეები უნდათ რომ იყვნენ. ასე რომ, ვისაც ჩვენი ქვეყნის არც სულიერი და არც სახელმწიფოებრივი მხარე აინტერესებს, აინტერესებთ მხოლოდ ერთ რამ – როგორ დათვლიან მათ თავებს გარედან. ეს თქვა კიდევაც ნიკა გვარამიამ, რომ 26 მაისის მიზანი მათთვის არის ის, რომ გამოვიდნენ და დაენახონ პატრონებს ქვეყნის გარეთ, იმისთვის რომ კიდევ რაღაც მოწყალება გაიღონ მათ მიმართ, 1-2 ევროცენტი გადმოუგდონ სამოწყალოდ.
ეს ყოველთვის ასე იქნება. უცხოელები მათ ყალბ იმედებს უქმნიან, რომ საკუთარი მხარდაჭერით მოიყვანენ მათ ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ამას ვხედავთ 2024 წლიდან მოყოლებული, რომ გარედან ცდილობენ ქართველი ხალხის ნების გადატეხას, იმისთვის რომ რამენაირად სააკაშვილი და მსგავსი ჯგუფები ხელისუფლებაში მოიყვანონ. ვინც ზურგს აქცევს ქართველ ხალხს, მას ქართველი ხალხიც აქცევს ზურგს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.