ლევან მახაშვილი -„ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის“ კვლევაში პირდაპირ თეთრით შავზე წერია, ქვეყანას რისი შესაძლებლობა აქვს – როგორია საკანონმდებლო სივრცე და როგორ ხდება კანონების აღსრულება

„ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის“ კვლევაში პირდაპირ თეთრით შავზე წერია, ქვეყანას რისი შესაძლებლობა აქვს, როგორია საკანონმდებლო სივრცე და როგორ ხდება კანონების აღსრულება,”- ამის შესახებ ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთგვარი პასუხია ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფუძვლოდ აკრიტიკებს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

„სასიამოვნოა, როდესაც ამ ძალისხმევის აღიარება ხდება, როგორც საკანონმდებლო ნაწილის ასევე კანონების ცხოვრებაში აღსრულების ნაწილში. ამ მხრივ ერთგვარი პასუხია ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფუძვლოდ აკრიტიკებს თუ რაღაც ბრალდებებს ისვრის საქართველოს მიმართ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იმიტომ არ ხდება ამის ასახვა, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური მიზანი. გასული წლების მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების დაზიანება, რეპუტაციის შელახვა და საქართველოს ხელისუფლების მაქსიმალურად გაშავება. ამ ნარატივსა და მიზანში არ ჯდება ამ ტიპის კვლევების და მტკიცებულებების გამოყენება შეგნებულად, დამახინჯებით ან მხოლოდ მანიპულაციურად შეფასებების გაკეთება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის პოზიტიური არ ითქვას ან არ გაჟღერდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოქვეყნდა. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის შედეგებით, საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შესრულება აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები