შალვა პაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში – საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში

“უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში. საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართული მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა გამოჩნდა, რომ ეს „ენჯეოები“ იყვნენ დაქირავებული ბრიუსელის მიერ იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პარლამენტს.

„უნდა მიხვდეთ რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში, რა ფარისევლობა არის ბრიუსელში, რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებდნენ საქართველოს პარლამენტს და თავდასხმის ობიექტი იყო იმის გამო, რომ, შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში იყო. როგორ ბედავდა ეს ხალხი საქართველოს პარლამენტზე თავდასხმას. სად არიან მედია ომბუდსმენები, საიები, ეთიკის ქარტიები სად არიან დღეს?!
ახლა გამოჩნდა, რომ ეს „ენჯეოები“ იყვნენ დაქირავებული ბრიუსელის მიერ იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პარლამენტს, ფულს იღებდნენ იმაში, რომ ყალბი ბრალდებები წამოეყენებინათ. დღეს ხმას არ ამოიღებენ და იცით რატომ?! – ვინც მათ კვებავს და ფულს აძლევს იმის წინააღმდეგ ხმას არ ამოიღებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები