გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბირლიკში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.