შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრი ისეთი ორგანიზაციის, რომელიც დგას ჭეშმარიტ ღირებულებებზე – საბჭოთა ბრიუსელი ნამდვილად არ გვხიბლავს

“ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრი ისეთი ორგანიზაციის, რომელიც დგას ჭეშმარიტ ღირებულებებზე და ესენი თუ კომუნისტური მოსკოვისკენ მიექანებიან, იმათ გამოვექეცით სისხლით და ჩვენ საბჭოთა ბრიუსელი ნამდვილად არ გვხიბლავს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელი ეს არის ღირებულება დაკარგული ადამიანების კრებული.

„ჩვენ ვნახეთ არაერთი კორუფციული სკანდალი, დაწყებული ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერიდან, გაგრძელებული მართლმსაჯულების საკითხზე ევროკომისრით, რომელსაც მე შევხვდი 2021 წელს და მე ეს კაცი მიხსნიდა მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებს და აღმოჩნდა, რომ თავად კორუმპირებულია და ფულს იღებს. მე მასწავლიდა აქ საქართველოში რანაირად უნდა იყოს მართლმსაჯულება ჩამოყალიბებული. ასე უჭირავთ, ასე მართავენ კორუფციით, ფულით, მადისკრიმინირებელი, მაკომპრომეტირებელი მასალებით მართავენ, რომ შემდეგ, როცა დასჭირდებათ უთხრან, რომ თავს უნდა დაესხან საქართველოს, სხვა ქვეყნებს და ა.შ. მე მგონი, დასკვნა გამოტანილია. რაც შეეხება ბრიუსელს, ეს არის ღირებულება დაკარგული ადამიანების კრებული, რომელსაც დღეს გავლენა აქვს ბრიუსელზე და რომელსაც ევროკავშირი მიჰყავს უფსკრულისკენ. ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრი ისეთი ორგანიზაციის, რომელიც დგას ჭეშმარიტ ღირებულებებზე და ესენი თუ კომუნისტური მოსკოვისკენ მიექანებიან, იმათ გამოვექეცით სისხლით და საბჭოთა ბრიუსელი ნამდვილად არ გვხიბლავს ჩვენ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები