შალვა პაპუაშვილი – მოლდოვის გადაწყვეტილებაზე აკრედიტაციების შესახებ: მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე

“მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოლდოვის გადაწყვეტილებაზე ქართული ტელევიზიებისთვის აკრედიტაციის შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

„მარტივია, მიაკერებ იარლიყს – მოლდოვის პრეზიდენტს ვინ განიკითხავს? რომ იტყვის – ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა. არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის. მიაკერებენ იარლიყს, ვისაც რა უნდა. ხურავენ ტელევიზიებს მოლდოვაში, ხურავენ პარტიებს მოლდოვაში. ერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის. რატომ არ აკრიტიკებენ ქალბატონ სანდუს? იმიტომ რომ როცა დასჭირდებათ, ეტყვიან – ახლა საქართველოზე უნდა გააკეთო განცხადება და გახსოვთ, 4 ოქტომბერს მაია სანდუმ მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობას, როდესაც მისი კოლეგის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი. ამიტომაც არის, როდესაც ქვეყანა პატივს არ სცემს საკუთარ დამოუკიდებლობას, რასაც ქალბატონი სანდუ აკეთებს, აქაც გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები