კიევის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი ერმაკი წინასწარი პატიმრობით დააკავა.
სასამართლომ ერმაკს 3.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გირაოთი გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა.
თავად ერმაკმა გირაოს შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მას ამდენი ფული არ აქვს. მან თქვა, რომ მისი ადვოკატი ამ საკითხს მეგობრებსა და ნაცნობებთან განიხილავს.
ერმაკი ეჭვმიტანილია კიევის მახლობლად ელიტური „დინასტიის“ კომპლექსის მშენებლობის დროს 460 მილიონი გრივნას (10 მილიონი აშშ დოლარი) გათეთრების საქმეში.
ერმაკმა დანაშაული უარყო.
“მე უარვყოფ ყველა ბრალდებას“, – განაცხადა მან გამართულ სასამართლო სხდომაზე.
ერმაკის ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურორის პოზიცია ვარაუდებს ეფუძნებოდა.