წეროვნის დევნილთა დასახლებასა და სოფელ გოროვანში ახალი სკვერები მოეწყობა
წეროვნის დევნილთა დასახლებასა და სოფელ გოროვანში ახალი სკვერები მოეწყობა. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
“პროექტის ფარგლებში, წეროვნის დევნილთა დასახლებაში ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერი შეიღობება ლითონის დეკორატიული ღობით. ტერიტორიაზე გაკეთდება თეატრალური სცენა – ამფითეატრი, ფანჩატური და ბავშვთა გასართობი მოედანი შესაბამისი ატრაქციონებით. დაიგება კაუჩუკის ფილები. მოპირკეთდება სავალი ბილიკები. დამონტაჟდება სკამები, განათების ლამპიონები და მოეწყობა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 305 065 ლარია.
ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს სკვერის მოწყობა სოფელ გოროვანში. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტერიტორიის პანელური ღობით შეღობვა, გარე განათების, საფეხმავლო და ველობილიკების, საბავშვო და სპორტული მოედნის, დასასვენებელი სივრცეების, პარკინგის მოწყობა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 669 000 ლარია,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.წეროვნის დევნილთა დასახლებასა და სოფელ გოროვანში ახალი სკვერები მოეწყობა
წეროვნის დევნილთა დასახლებასა და სოფელ გოროვანში ახალი სკვერები მოეწყობა. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
“პროექტის ფარგლებში, წეროვნის დევნილთა დასახლებაში ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერი შეიღობება ლითონის დეკორატიული ღობით. ტერიტორიაზე გაკეთდება თეატრალური სცენა – ამფითეატრი, ფანჩატური და ბავშვთა გასართობი მოედანი შესაბამისი ატრაქციონებით. დაიგება კაუჩუკის ფილები. მოპირკეთდება სავალი ბილიკები. დამონტაჟდება სკამები, განათების ლამპიონები და მოეწყობა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 305 065 ლარია.
ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს სკვერის მოწყობა სოფელ გოროვანში. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტერიტორიის პანელური ღობით შეღობვა, გარე განათების, საფეხმავლო და ველობილიკების, საბავშვო და სპორტული მოედნის, დასასვენებელი სივრცეების, პარკინგის მოწყობა და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 669 000 ლარია,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.