„ეკო აკადემიამ“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თემაზე მორიგი ტრენინგი გამართა

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასთან“ არსებული „ეკო აკადემია“ აგრძელებს ტრენინგების ციკლს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თემაზე, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების წარმომქმნელებისა და საკითხით დაინტერესებული პირებისთვის იმართება.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელობის, მოქმედი რეგულაციების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკული მექანიზმების შესახებ.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში გაიმართა. მონაწილეების მხრიდან გამოიკვეთა მაღალი ჩართულობა და თემის მიმართ ინტერესი. დაისვა არაერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური შეკითხვა, რომლებზეც ტრენერებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

როგორც შეხვედრის დასასრულს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, „ეკო აკადემია“ თემატურ ტრენინგებს ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების სწორად მართვის მიმართულებით.

მისივე თქმით, გარემოზე ზრუნვისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ნარჩენების ეფექტიანი მართვის კულტურის ჩამოყალიბებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები