შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვჭირდება ჩვენი განათლების სისტემაც იყოს მოწოდების სიმაღლეზე
“ჩვენ გვჭირდება ჩვენი განათლების სისტემაც იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, კვალიფიციურ კადრებს საჭიროებს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, საზოგადოება მთავრობის გვერდითაა.
„რაც უფრო მეტი დრო გადის, ვხედავთ, რომ საზოგადოების პირველი რეაქცია, რაც იყო დაანონსებულ რეფორმაზე, იყო სწორი რეაქცია, ის, რომ საჭიროა ძირეული რეფორმა და თუ გვინდა ჩვენ, რომ ვიყოთ თანაბარ დონეზე იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვთ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები, ჩვენ გვჭირდება ჩვენი განათლების სისტემაც იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათ შორის საჭიროებს კვალიფიციურ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით. იცით, ტექნიკურ მიმართულებებზე კადრების აღზრდა ერთ-ერთ პრიორიტეტად არის გამოცხადებული, ვინაიდან სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ისევ ძველ, გამოცდილ კადრებზე ვართ დამოკიდებული, რომლებიც რამდენიმეღა შერჩა ამ ქვეყანას და მათი საქმიანობაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ახალი კადრები ამ სფეროებში არის. ასე, რომ რაც მთავარია, საზოგადოება ჩვენს გვერდითაა. მხარს უჭერს ამ რეფორმას.
რაც შეეხება მათ, ვისაც აქვთ პირადი მერკანტილური ინტერესი, რა თქმა უნდა, მათთან ვერასდროს შევთანხმდებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.