აშშ-ში ბაპტისტურ ეკლესიასთან სროლა მოხდა – დაღუპულია ერთი ადამიანი
ამერიკაში, ქალაქ ბალტიმორში უცნობმა პირმა ბაპტისტურ ეკლესიასთან სროლა მოაწყო. მომხდარის შესახებ ტელეარხი CNN ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ცნობით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა. სამართალდამცავების ვერსიით, მსროლელი კონკრეტულ ადამიანს უმიზნებდა. თავდამსხმელის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.