დავით მათიკაშვილი: ფაქტია, რომ საქართველომ მონტენეგროსთან ერთად აჯობა ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

“ფაქტია, რომ საქართველომ მონტენეგროსთან ერთად აჯობა, პირველ-მეორე ადგილები გაინაწილეს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის იკვლევს კანდიდატი ქვეყნების ინსტიტუტების მდგრადობას, კორუფციის დაბალ დონეს და შესაძლებლობების დაბალ რესურსს სამართლის უზენაესობის თვალსაზრისით.

“ფაქტია, რომ საქართველომ მონტენეგროსთან ერთად აჯობა, პირველ-მეორე ადგილები გაინაწილეს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. არის ცალსახა, რომ როდესაც ევროკავშირის ეგიდით არსებული კვლევითი ინსტიტუტები თვლადი, გაზომვადი პარამეტრებით ახდენენ საქართველოსთან მიმართებით არსებული რეალობის, მათ შორის სამართლის უზენაესობის მიმართებით კვლევას, ბუნებრივია, რომ სიმართლე და არსებული რეალობა არ რჩება კვლევის მიღმა, ევრობიუროკრატები დღენიადაგ, მუდმივად, სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, აკრიტიკებენ და პრაქტიკულად ცდილობენ, სიმართლე და რეალობა დაფარონ, დაუფარონ ევროპულ საზოგადოებას ის, რაც ხდება საქართველოში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოქვეყნდა. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის შედეგებით, საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შესრულება აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები