სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთისა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ცდილობდნენ გადმოეკვეთათ და ასევე, რამდენიმე მათგანმა ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- აღნიშნულია ინფორმაციაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები