მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული გოჩა ფიდიური თავისუფალია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული 45 წლის გოჩა ფიდიური თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გუშინ გაათავისუფლეს.

ამჟამად, გოჩა ფიდიური საკუთარ სახლში იმყოფება.

ცნობისათვის, 45 წლის გოჩა ფიდიური პარასკევს სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის საქონელს აძოვებდა. მწყემსს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდნენ.

მას შემდეგ, რაც გოჩა ფიდიურმა ცხინვალის იზოლატორი დატოვა, ის პოლიციის სამხარეო სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები