რუსთავში 13 წლის ნია იუკურიძეს ეძებენ

0

რუსთავში 13 წლის ნია იუკურიძეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი დღეს დილით სახლიდან გამოვიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს 112-ში დაფიქსირდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი