ლევან კარანაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

0

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ისა ალბაშა ალნოაიმს შეხვდა.

როგორც „კვირას“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საავიაციო ხელისუფლებებს შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავლსაზრისით.

მხარეებმა ასევე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ასამბლეაზე არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხიც განიხილეს, რაც დამატებითი კონსულტაციების საგანს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი