სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისთვის მადლობა გადაუხადა

0

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას, მადლობა გადაუხადა.

როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდის მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საკითხის წამოწევისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია. კერსტი კალიულაიდი ყველა საერთაშორისო და დიდ ფორუმზე იყენებს შესაძლებლობას, საქართველო მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს.

კომენტარები

კომენტარი