ბექა ოდიშარია: ეს არის ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გზა კერძო საჯარო ინტერესების გათვალისწინებით

0

პარლამენტის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ნაკვეთებზე მათი შეძენისას, როგორც აუქციონებზე, ასევე, კერძო პირებისგან, არც ერთ ეტაპზე არ იყო მშენებლობის შეზღუდვა.

ბექა ოდიშარიას თქმით, პროექტი, რომლის შექმნაზე ის უკანასკნელი ათწლეულია მუშაობს, არც ერთი მთავრობისგან საჩუქრად არ მიუღია და მისი დათმობა მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების, ქალაქის მერიისა და საკრებულოს ხედვების გათვალისწინებით მოხდა:

“პროექტი, რომლის შექმნაზეც უკანასკნელი ათწლეულია ვმუშაობ და რომელსაც ვქმნიდი ჩემი შრომით, დახარჯული დროისა და ენერგიის ხარჯზე და არც ოჯახისაგან და არც არცერთი მთავრობისგან საჩუქრად არ მიმიღია, ბუნებრივია, ღირებულია ჩემთვის და მისი დათმობა ჩემს მიერ მოხდა მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესისა და ქალაქის მერიისა და საკრებულოს ხედვების გათვალისწინებით.

თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნაკვეთებზე მათი შეძენისას, როგორც აუქციონებზე, ასევე, კერძო პირებისგან, არც ერთ ეტაპზე არ იყო მშენებლობის შეზღუდვა და იქ გათვალისწინებული იყო საცხოვრებელი ზონა.
ადგილმონაცვლებითი მოლაპარაკებების სახელმწიფო სტრუქტურებთან და მუნიციპალიტეტებთან წარმოებისას მოქმედი კანონმდებლობით მხედველობაში მიიღება, მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასება და სწორედ ამ შეფასებაზე დაყრდნობით ჩემი პროექტის მონაცვლეობა მოახდინა თბილისის საკრებულომ მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ფართობზე, რომლის შეფასებაც, ასევე, მოახდინა სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.
ეს არის ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გზა კერძო საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ამ ამოცანაში ტოლობის ნიშნის არსებობის.
დანარჩენი რასაც ვისმენთ იყო და არის ფაქტების გაყალბება და პოლიტიკური ინსინუაცია”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

თბილისის მერია პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე 3 ათას კვ.მ მიწის სანაცვლოდ მუხიანში 35 ათას კვ.მ მიწას სთავაზობს. მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა ექსპერტიზის ბიუროს შეფასების საფუძველზე ხდება და გასაცვლელ მიწებს რეალურად ერთნაირი ღირებულება აქვთ.

კომენტარები

კომენტარი