“Standard&Poor’s-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორი პრიორიტეტები გვაქვს”

„Standard&Poor’s-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორი პრიორიტეტები გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს განსაკუთრებით დასაფასებელია იმის ფონზე, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტები რეგიონში ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ და საქართველო ამ კონტექსტში ერთადერთ პოზიტიურ მაგალითად განიხილება.
„ჩემთვის პირადად არცერთ სარეიტინგო მიმართულებაში დაწინაურებას არაფერი მნიშვნელობა ექნება, თუ ეს კონკრეტულ შედეგს არ მოიტანს. ეს ნამდვილად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რადგან  ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს და უფრო იაფ ფულსა და საკრედიტო რესურსს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები დადებით შეფასებას აძლევენ.
ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Standard&Poor’s – მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB -” – ის დონეზე დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები