გიორგი გახარია მაჩალიკაშვილის საქმეზე – ერთმნიშვნელოვნად გვახსოვდეს, რომ ეს საქმე ეხება ტერორიზმს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარი არ გააკეთა. მინისტრი ჟურნალისტების კითხვებს ტელეკომპანია პირველის ეთერში პასუხობს.

,,მაჩალიკაშვილის საქმეზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ეს საკმაოდ მძიმე საქმეა და მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო, მითუმეტეს ეს გადის ჩემი უფლებამოსილების ფარგლებიდან და არ დავივიწყოთ, რომ ეს საქმე ტერორიზმს ეხება, ერთმნიშვნელოვნად ეს უნდა გვახსოვდეს. ტოლობის ნიშნის დაყენება სარალიძის საქმესთან არ არის სწორი. არცერთხელ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარი არ გამიკეთებია, არც გავაკეთებ,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები