“პოლიეთილენის პარკში შეფუთული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, გამომშრალი ,,მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს” – სასაზღვრო პოლიციამ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სასაზღვრო სექტორ ,,მაწიმის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

“ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა პოლიეთილენის პარკში შეფუთული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები